მორიგი რეკორდი, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 3 მლრდ ლარს აჭარბებს, ხოლო მოგების თითქმის 88% მხოლოდ ორ ბანკზე მოდის.
2025 წელს კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 3 მილიარდ 311 მილიონ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ
მხოლოდ ერთ თვეში, დეკემბერში, ბანკების მოგება თითქმის 336 მლნ ლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2025 წელს ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი წინა წელი ისევ „ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების 87.8 % მხოლოდ 2 ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის. „საქართველოს ბანკის“ გასული წლის მოგებამ მილიარდ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა, თიბისის მოგება კი დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი ლარი იყო.