აჭარაში გაყიდული ბინების 35% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - Palitra News

აჭარაში გაყიდული ბინების 35% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

2026-01-29 14:16:08+04:00

აჭარაში გაყიდული ბინების 35% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

„რუსები აჭარაში უძრავ ქონებას აქტიურად ყიდულობენ, ხოლო ყველაზე დიდი მოთხოვნა საცხოვრებელ ბინებზეა. 2025 წელს ბინებში ჩადებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა 1 მლრდ დოლარს მიაღწია“. - ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ გობალურ საკონსულტაციო კომპანია Colliers-სა და პორტალ Prian.ru-ზე დაყრდნობით წერს. გასულ წელს აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 17 000 ტრანზაქცია შესრულდა, რაც 2024 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. რუსები მთავარ მყიდველებს შორის არიან, რომლებმაც წლის განმავლობაში აჭარაში 6 000 საცხოვრებელი ქონება შეიძინეს. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, რუსებისთვის აჭარის უძრავი ქონება უფრო მომგებიანი და საინტერესო ინვესტიციაა. კერძოდ, საცხოვრებელ კომპლექსებში გაქირავებულ კარგ პროექტებს მოსალოდნელზე მეტი, ანუ წელიწადში, დაახლოებით, 10-12%-იანი მოგება მოაქვს. რუსული საინვესტიციო პლატფორმა SimpleEstate-ის შეფასებით, ინვესტორები აჭარის უძრავი ქონების ბაზარს სიფრთხილით უნდა მეოკიდონ, თითოეული ქონების პოტენციალი ყურადღებით უნდა შეფასდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ინვესტიციის დაკარგვით რისკავენ. SimpleEstate-ში აცხადებენ, რომ „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჭარის უძრავი ქონების ბაზარი მოთხოვნის თვალსაზრისით იზრდება. ბევრ პროექტში ფასმა საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. ამდენად, საბინაო ზრდის პოტენციალი, ზოგადად, ამოწურულია და ინვესტიციის საკითხი გართულებული, რადგან უკვე არსებობს პროექტები, რომლებშიც კვადრატული მეტრი მოსკოვის ფასს უახლოვდება. Colliers-ის მონაცემებით, ბათუმის ახალ საცხოვრებელ სახლებში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი, დაახლოებით, 1 230 დოლარია.