კაია კალასი „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე - ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს - Palitra News

კაია კალასი „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე - ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს

2026-01-29 15:36:41+04:00

ვიდრე „ქართული ოცნება“, საქართველოს შიდა პოლიტიკაში, გარე ჩარევების მინიმიზაციას ცდილობს, საკანონმდებლო ცვლილებებზე დასმულ კითხვებს, ევროპელი პოლიტიკოსები პასუხობენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა მმართველი გუნდის ინიციატივები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას კვლავ მხარს უჭერენ. "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებების გეგმა და პასუხი ევროპიდან.