საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტი, დაჩქარებული წესით განათლების რეფორმაზე იმსჯელებს. განათლების სექტორში ძირეული ცვლილებებია დაანონსებული. მათ შორის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გაერთიანების შემდეგ უნივერსიტეტის სახელი კვლავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება. როგორც ცნობილია, არ შემცირდება სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებიც. ცვლილებები შევა ზოგადი განათლების საფეხუზეც. პირველკლასელთა ასაკად 6 წელი განისაზღვრება, მე-11 კლასში შეიქმნება რეპეტიტორიუმი, 2028 წლისთვის კი დასრულდება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე მუშაობა. ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმები.