კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს. კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. კომუნიკაციების კომისიამდე, იგი 2016-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. გულორდავა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, 3 წლის ვადით იქნება.