პორტუგალიაში ქარიშხალ „კრისტინის“ შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ ტერიტორიები დააზიანა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, დახურულია სკოლები, დაზიანებულია შენობები და მნიშვნელოვნად შეფერხებულია მოძრაობა. 850 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩე. როგორც მედია წერს, პორტუგალიის შემდეგ, ქარიშხალმა „კრისტინმა“ ესპანეთისკენ გადაინაცვლა.