განათლების რეფორმის ის ნაწილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს, პოლიტიკოსები აფასებენ - Palitra News

განათლების რეფორმის ის ნაწილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს, პოლიტიკოსები აფასებენ

2026-01-30 09:21:52+04:00

განათლების რეფორმის ის ნაწილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს, აზრთასხვადასხვაობას იწვევს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, თუ ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, დაეთანხმება. განათლების საკითხების მკვლევართა და აკადემიური პერსონალის ნაწილს, საუკუნოვანი ტრადიციის მქონე უნივერსიტეტების გაერთიანება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ინიციატივის უკან, ოპოზიცია კი - აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობასა და ტოტალური კონტროლის მცდელობას ხედავს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ განათლების რეფორმა, როგორც ზოგად, ისე უმაღლეს საფეხურზე, სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას ემსახურება.