საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. კერძოდ, განცხადების თანახმად, 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მოსკოვის მექანიზმი“ ისეთ ქვეყნებთანაა ამოქმედებული რომლებიც სრულად ატორიტარული ქვეყნებია, რაც მათთვის მანიშნებელია, რომ საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ აღარ აღიქვამენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნეგატიური დასკვნის შემთხვევაში, ქვეყანას მრავალი მიმართულებით მძიმე შედეგები დაემუქრება.