რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას - Palitra News

რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას

2026-01-30 12:15:43+04:00

მთავრობა განათლების სფეროში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას იწყებს. მიღებულია გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. განათლების სამინისტროს განცხადებით, რეფორმა არ ითვალისწინებს აკადემიური კადრების ან სტუდენტთა კვოტების შემცირებას. სისტემაში ემატება ახალი აკადემიური თანამდებობებიც, მათ შორის წამყვანი პროფესორის პოზიცია. პარლამენტი მომდევნო კვირას ზოგად განათლებაში დაგეგმილ ცვლილებებსაც განიხილავს. პირველი კლასის დაწყების ასაკი 6 წლით განისაზღვრება... მე-11 კლასში კი შეიქმნება სკოლაში მოქმედი რეპეტიტორიუმი. ცვლილებების მიზნად განათლების ხარისხის გაუმჯობესება სახელდება. ინიციატივას აკრიტიკებს სტუდენტთა და პროფესორთა ნაწილი. მოსაზრებების გასაცვლელად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაფართოებული სხდომაც ჩატარდა.. რეფორმის უკან, გარკვეულ რისკებს ხედავს ოპოზიციაც.

რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას