პარლამენტში ინიცირებულია გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი - რას აცხადებს ოპოზიცია - Palitra News

პარლამენტში ინიცირებულია გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი - რას აცხადებს ოპოზიცია

2026-01-30 12:24:23+04:00

პარლამენტში ინიცირებულია გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც, რომელიც განსახილველად კომიტეტებს გადაეცა და შვიდ კანონში შესწორებების შეტანას ითვალისწინებს. მმართველი გუნდის განცხადებით, ცვლილებების მიზანი პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობის გაძლიერება და უცხოური გავლენების შეზღუდვაა. იმას, რასაც ხელისუფლება საზოგადოების ეროვნული ინტერესების დაცვით ხსნის, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევად და განსხვავებული აზრის შეზღუდვად აფასებს ოპოზიცია. "გახარია საქართველოსთვის" გუნდი საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. პარტია "ლელო" კი - კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას და რა საფრთხეებზე აქცენტირებს ოპოზიცია.