სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. უწყების ცნობით, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“ და „პრეგაბალინი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.