ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ევროპა, ირანის ეროვნული სამხედრო ძალების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეცდომას უშვებს. აბას არაღჩი ევროპას „შერჩევით აღშფოთებაში“ ადანაშაულებს. ,, ევროპელები იმსახურებენ უკეთესს, ვიდრე მათ მთავრობებს შეუძლიათ შესთავაზონ“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.