ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე - Palitra News

ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე

2026-01-30 15:42:47+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით. კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი „აღინიშნა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რადგან აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე, დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლებია. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს. მანამდე კი დღევანდელი შეხვედრის დეტალების შესახებ ცოტნე შაორშაძე მოგვიყვება.