გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა - რა ეტაპზეა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა და რა რისკებს ხედავს ოპოზიცია? - Palitra News

გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა - რა ეტაპზეა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა და რა რისკებს ხედავს ოპოზიცია?

2026-01-30 15:51:42+04:00

გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა. მმართველი გუნდის ცვლილებების აუცილებლობას პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობითა და უცხოური გავლენების შეზღუდვით ხსნის, თუმცა სახელისუფლევო გუნდის არგუმენტების მიღმა სხვა მიზნებს ხედავს ოპოზიცია, ისინი ინიციატივას განსახვავებული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების განვითარების შეზღუდვას უკავშირებენ. "გახარია საქართველოსთვის" გუნდი საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს პარტია "ლელო".