გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის კომიტეტებში განსახილველად უკვე გადაეცა - Palitra News

გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის კომიტეტებში განსახილველად უკვე გადაეცა

2026-01-30 20:57:49+04:00

გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის კომიტეტებში განსახილველად უკვე გადაეცა. მმართველი გუნდი ინიციატივას პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობის ზრდითა და უცხოური გავლენების შეზღუდვის აუცილებლობით ხსნის. ოპოზიციის განცხადებით კი, ცვლილებები განსხვავებული აზრის შეზღუდვას და სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დასუსტებას ისახავს მიზნად. „გახარია საქართველოსთვის“ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო „ლელო“ აცხადებს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.