ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, რომელიც 24 ქვეყნის გადაწყვეტილებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესასწავლად დაიწყო, პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი სერიოზული საერთაშორისო სიგნალია და მომზადებული ანგარიში შესაძლოა სანქციებისა და სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს. მათივე თქმით, პროცესს მმართველი გუნდისთვის მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს და ნებისმიერ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემას შეძლებს.