საწვავის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში ირაკლი კობახიძე საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა - Palitra News

საწვავის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში ირაკლი კობახიძე საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

2026-01-30 21:00:28+04:00

საწვავის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში ირაკლი კობახიძე საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მათი შესაძლო შემცირების რესურსი იყო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასი დაბალია, რაც აქციზის შედარებით დაბალ განაკვეთთან არის დაკავშირებული. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებული დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გაგრძელდება.