თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 მილიარდ 506 მილიონ 978 ათას 300 ლარს შეადგენს - Palitra News

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 მილიარდ 506 მილიონ 978 ათას 300 ლარს შეადგენს

2026-01-30 21:04:23+04:00

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 მილიარდ 506 მილიონ 978 ათას 300 ლარს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტს დამატებით 296 მილიონ 420 ათას 100 ლარი ემატება, მათ შორის გარდამავალი ნაშთისა და გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე. კალაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ეკოლოგიას, განათლებას, ჯანდაცვასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს მოხმარდება. მერის განცხადებით, გაგრძელდება დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები და დაიწყება ახალი ინიციატივების განხორციელებაც.