საქართველოში აქტიურად განიხილება ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება. ორგანიზაციის წევრი 24 ქვეყნის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესასწავლად შესაბამისი პროცესი დაიწყო. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს და მზად არის ექსპერტებს სრულად ითანამშრომლოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით კი, აღნიშნულ მექანიზმს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ყურადღების ზრდა მოჰყვება. მათი თქმით, მომზადებულმა ანგარიშმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და საფუძვლად დაედოს სანქციებსა და სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ოპოზიცია პროცესს მნიშვნელოვან საერთაშორისო სიგნალად აფასებს.