უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თბილისში და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლი განახორციელა - Palitra News

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თბილისში და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლი განახორციელა

2026-01-31 13:19:20+04:00

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თბილისში და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლი განახორციელა. ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათ საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ. დაკავებულები ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. უწყების განცხადებით, მსგავსი კონტროლი გაგრძელდება, რათა დროულად გამოვლინდნენ ქვეყანაში უკანონოდ მყოფი პირები.