დავით გურგენიძე სტუ-თან შეკრებილებს - მომეცით საშუალება, მაღალი აკადემიური განათლებით მივუდგეთ საკითხს - ინტრიგას და პოლიტიკისკენ სწრაფვას თავი დაანებეთ! არც პრემიერი და არც მინისტრი არ გააკეთებს უთქვენოდ რამეს - Palitra News

დავით გურგენიძე სტუ-თან შეკრებილებს - მომეცით საშუალება, მაღალი აკადემიური განათლებით მივუდგეთ საკითხს - ინტრიგას და პოლიტიკისკენ სწრაფვას თავი დაანებეთ! არც პრემიერი და არც მინისტრი არ გააკეთებს უთქვენოდ რამეს

2026-01-31 17:47:52+04:00

გთხოვთ და გეხვეწებით, მომეცით საშუალება და მიეცით თქვენს თავს საშუალება, რომ მაღალი აკადემიური განათლებითა და გონებით მივუდგეთ ამ საკითხს და გავიდეთ იმ გზაზე, რომელსაც ეს კედლები იმსახურებენ,- ასე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რექტორმა, დავით გურგენიძემ, სტუ-თან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივას აპროტესტებენ, ტექნიკური და სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ.

დავით გურგენიძის თქმით, არც პრემიერ-მინისტრი, არც მინისტრი და სამთავრობო გუნდი არ გააკეთებს რამეს მათ გარეშე.

„გთხოვთ და გეხვეწებით, მომეცით საშუალება და მიეცით თქვენს თავს საშუალება, რომ მაღალი აკადემიური განათლებითა და გონებით მივუდგეთ ამ საკითხს და გავიდეთ იმ გზაზე, რომელსაც ეს კედლები იმსახურებენ. მადლობა, გააგრძელეთ მსჯელობა და ინტრიგას, ტყუილს და პოლიტიკისკენ სწრაფვას თავი დაანებეთ! ყველაფერში იქნება სიწყნარე. არც ბატონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არც ბატონი მინისტრი, არც სამთავრობო გუნდი არ გააკეთებს უთქვენოდ რაიმეს, მერწმუნეთ“,- განაცხადა გურგენიძემ.

აქციის მონაწილის, სტუ-ის ყოფილი სტუდენტის კითხვაზე, კარგი გადაწყვეტილებაა თუ ცუდი, რომ სტუ თსუ-ის შეუერთდეს, გურგენიძემ განაცხადა, რომ ეს ჯერ არ იცის.

„ჩემი პოზიციაა, რომ როდესაც ყველას მოვუსმენ, ყველას ვესაუბრო და თქვენთან ერთად გადავწყვიტო, ჩვენი გადასაწყვეტი“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.