თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა - Palitra News

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა

2026-01-31 14:24:48+04:00

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა - სტუდენტები, ლექტორები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები განათლების რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. დღეს სტუდენტები ფილარმონიიდან აქცია-მსვლელობას ჩაატარებენ. ისინი განათლების მინისტრს გადაწყვეტილების გაუქმებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ. ამასთანავე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თსუ-ის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან საჯარო შეხვედრის გამართვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მთელ საზოგადოებას ეხება. მათივე თქმით, მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ელის ორ უმსხვილეს უნივერსიტეტს. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რეფორმა უნივერსიტეტების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ზღუდავს.