„ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს - Palitra News

„ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს

2026-01-31 14:26:05+04:00

„ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს. ხელისუფლების განმარტებით, ინიციატივის მიზანია უკვე მიღებული კანონების გვერდის ავლის თავიდან აცილება. ცვლილებები ამკაცრებს პასუხისმგებლობას გრანტების შესახებ კანონმდებლობის დარღვევაზე. ასევე წესდება დამატებითი შეზღუდვები უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ ინიცირებული პაკეტი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მათი შეფასებით, არსებობს რისკი, რომ რეგულაციები მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს არ შეეხოს. ოპონენტების თქმით, შეზღუდვები შესაძლოა კერძო სექტორშიც საჯარო პოზიციის გამოხატვას შეეხოს.