შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

2026-01-31 14:27:37+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ბათუმის ბულვარში გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან თანხა აიღო. აღნიშნული ფაქტი მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.