შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

2026-01-31 16:28:07+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 27 იანვარს ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულებმა პოლიციელზე ჯგუფურად იძალადეს. პოლიციამ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულში მონაწილე ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება.