თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. სტუდენტები, ლექტორები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები განათლების რეფორმის წინააღმდეგ აქციებს აგრძელებენ. დღეს სტუდენტები ფილარმონიიდან მსვლელობას ატარებენ - მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ განათლების მინისტრმა საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმოს. ამასთანავე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თსუ-ის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან საჯარო შეხვედრა.