„ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს. ხელისუფლების განმარტებით, მიზანია უკვე მიღებული კანონების გვერდის ავლის აღკვეთა. ცვლილებები ამკაცრებს პასუხისმგებლობას გრანტების შესახებ კანონმდებლობის დარღვევაზე და აწესებს დამატებით შეზღუდვებს უცხოურ დაფინანსებაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ ინიციატივა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და შესაძლოა კერძო სექტორსაც შეეხოს.