ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატების დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება - Palitra News

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატების დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება

2026-01-31 19:59:17+04:00

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატების დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ასოციაციამ პარლამენტს მიმართა და პროცესში ჩართულობა მოითხოვა. ყანდაშვილი აღნიშნავს, რომ ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის დაცული. ამავდროულად, საკანონმდებლო ცვლილებები იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშვალდებულებას ცვლის და ხელმძღვანელის დანიშვნის უფლებამოსილებას პრემიერ-მინისტრს ანიჭებს.