შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრი ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცავების საჭიროებებს. შეხვედრების ფარგლებში მან პოლიციელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო ვიზიტებს მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.