ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - Palitra News

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის

2026-01-31 20:00:35+04:00

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირების კონკურსი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საინჟინრო სისტემების განახლებასა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. რეაბილიტაცია მოიცავს აკუსტიკის, სცენის, უსაფრთხოების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას, ასევე შენობის ადაპტაციას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.