დონალდ ტრამპი - ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს - ჩინეთს შეუძლია შეთანხმებას შეუერთდეს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს - ჩინეთს შეუძლია შეთანხმებას შეუერთდეს

2026-02-01 10:30:37+04:00

ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.„ჩვენ შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. შეთანხმების კონცეფციაზე უკვე შევთანხმდით“, - განაცხადა ტრამპმა.ასევე, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელისგან ნავთობს ჩინეთიც შეიძენს.„ჩინეთს შეუძლია შეთანხმებას შეუერთდეს და ნავთობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება გაფორმდება. ჩვენ ამას მივესალმებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.