აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით პროგრესი აღინიშნება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანმა განაცხადა.„მედიის მიერ ომის შესახებ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის სტრუქტურული მზადება პროგრესირებს“, - განაცხადა ლარიჯანმა.ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ალი ლარიჯანი თეირანში კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდა.კატარის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარეებმა „რეგიონში არსებული დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევა განიხილეს“.