რატომ არის განათლების ახალი რეფორმები მისაღები ხელისუფლებისთვის და მიუღებელი ოპონენტებისთვის? - Palitra News

რატომ არის განათლების ახალი რეფორმები მისაღები ხელისუფლებისთვის და მიუღებელი ოპონენტებისთვის?

2026-02-02 12:30:05+04:00

პრემიერ-მინისტრი მზად არის განათლების საკითხზე რეფორმის კრიტიკოსებთან მედიაში საჯარო დებატები გამართოს. მზაობას გამოხატავენ ის სტუდენტებიც, რომლებიც რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში საპროტეტო აქციებს მართავენ. ამბობენ, რომ განათლების რეფორმის თაობაზე კითხვები აქვთ, რაზე პასუხი ცვლილებების ინიციატორებმა უნდა გასცენ. საჯარო განხილვას ითხოვენ აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრებიც რომლებიც, მათ შორის, ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების პროცესს ეწინააღმდეგებიან. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ განათლების რეფორმის მთავარი მიზანი ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა, ხარისხის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობაა, თუმცა ოპონენტები რეფორმის მიღმა განათლების ხელმისაწვდომობის შემცირებისა და სწავლის ხარისხის გაუარესების რისკებს ხედავენ. რატომ არის განათლების ახალი რეფორმები მისაღები ხელისუფლებისთვის და მიუღებელი ოპონენტებისთვის?