შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს. დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯამრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იძებნებოდნენ. დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.