თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესი კვლავ დავის საგანია. ორივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და ამ წუთებშიც უნივერსიტეტების ეზოებში საპროტესტო აქციას მართავენ. თბილისის სხელმწისო უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აკადემიური საბჭოს სხდომა. პროფესორები მოითხოვენ, შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ცვლილება, და დაიწყოს კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან. პროფესორების შემდეგ რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტიც შევიდა. პარალელურად, განათლების სამინისტოში უწყების ხელმძღვანელის მოადგილესთან ზვიად გაბისონიასთან შესახვედრად მივიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ვიცე-რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. რატომ ეწინაარმდეგებიან უნივერსიტეტების გაერთიანების კრიტიკოსები ინიციატივას და რა არგუმენტების ხსნის სახელისუფლებო გუნდი გადაწყვეტილებას?