იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „გრანტების შესახებ“, კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერის შემდეგ საკითხს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გაიტანენ. ახალი რეგულაციის მიხედვით, გრანტად ამიერიდან მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე რაიმე გავლენის მოხდენას. უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, შეშფოთების საგანი არ არსებობს, რადგან დაიშვება გრანტები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას მოხმარდება, არა ქვეყანაში არეულობისა და ძალადობის დაფინანსებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. ოპოზიცია მიიჩნევს, აღნიშნული ინიციატივა რუსული გზის გამეორებაა.