"ქართული ოცნება" მზაობას გამოთქვამს დებატები გამართოს ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით და ოპონენტების კრიტიკას არგუმენტირებულად უპასუხოს. თუმცა უმრავლესობის წევრები აქვე დასძენენ, რომ დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც მართალია, საპირირისპირო აზრი აქვთ, მაგრამ ამავე დროს ქვეყნის უკეთესს მომავალზე ფიქრობენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ არ აპირებენ დებატებს იმ პირებთან, რომლებიც დამნაშავეები არიან და კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ.ამ დროს რა პოზიცია აქვთ ოპონენტებს? „გახარია საქართველოსთვის“ წევრები მზად არიან ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დასხნდენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, თუმცა დანარჩენი ოპოზიცია დებატებზე უარს ამბობს.
"ქართული ოცნება" მზაობას გამოთქვამს დებატები გამართოს ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით და ოპონენტების კრიტიკას არგუმენტირებულად უპასუხოს - რა პოზიცია აქვთ ოპონენტებს?