არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა ამერიკელი ტელეწამყვანისა და კომიკოსის, ტრევორ ნოას მიერ „გრემის“ დაჯიდლოებაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა და ბილ კლინტონმა ეპშტეინის კუნძულზე დრო გაატარეს. თეთრი სახლის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ აპირებს, ტრევორ ნოას ცილისწამებისთვის უჩივლოს. ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით, ამის შემდეგ მას საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.