თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა კვლავ მწვავე წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობს. ორივე უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი პროცესს აპროტესტებენ - სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტების ეზოებში დემონსტრაციები გრძელდება. დღეს, თსუ-ში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც პროფესორებმა მოითხოვეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურაში ცვლილებების შეჩერება და აკადემიურ საზოგადოებასთან კონსულტაციების დაწყება. მოგვიანებით რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრაზე სტუდენტებიც შევიდნენ. ამავდროულად, განათლების სამინისტროში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უწყების მოადგილეს შეხვდა.