იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ეს ინიციატივა ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება. ცვლილებების თანახმად, გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი სუბიექტისთვის ფულადი ან ნატურალური სახსრების გადაცემა, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდეს. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ რეგულაცია საფრთხეს არ წარმოადგენს და დაიშვება მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე მიმართული დაფინანსება. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები ინიციატივას მხარს არ უჭერენ, ხოლო საპარლამენტო ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები ამ კანონპროტექტს „რუსეთის პრაქტიკის გამეორებას“ უწოდებენ.