მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის შეფასებით, საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება შესაძლოა, სადამსჯელო ზომების დანერგვის პროვოცირებაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს - Palitra News

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის შეფასებით, საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება შესაძლოა, სადამსჯელო ზომების დანერგვის პროვოცირებაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს

2026-02-02 20:50:34+04:00

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის შეფასებით, საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება შესაძლოა, სადამსჯელო ზომების დანერგვის პროვოცირებაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს. მისი თქმით, მექანიზმი საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში არსებული ვითარების უფრო მკაფიო შეფასების საშუალებას მისცემს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრიუსელი ამ გზით საქართველოს დასჯას ცდილობს და ხელისუფლებას ყველა ბრალდებაზე არგუმენტირებული პასუხები აქვს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და საერთაშორისო დონეზე ხელისუფლების მიერ ჩადენილ დარღვევებს კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის.