„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მზად არიან დებატებისთვის ნებისმიერ თემაზე, მათ შორის განათლების საკითხზეც - Palitra News

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მზად არიან დებატებისთვის ნებისმიერ თემაზე, მათ შორის განათლების საკითხზეც

2026-02-02 20:52:00+04:00

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მზად არიან დებატებისთვის ნებისმიერ თემაზე, მათ შორის განათლების საკითხზეც - ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საკუთარი ოპონენტების კრიტიკას არგუმენტებით უპასუხებენ, თუმცა უმრავლესობაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დისკუსიას მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან გამართავენ, რომლებიც, მათივე შეფასებით, ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ არ აპირებენ დებატებს იმ პირებთან, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს. ამ ფონზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან პირდაპირ ეთერში, დებატებში ჩაერთონ, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიები მსგავს შეთავაზებაზე უარს აცხადებენ.