გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები პასუხისმგებლობას ამკაცრებს და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს - Palitra News

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები პასუხისმგებლობას ამკაცრებს და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს

2026-02-03 09:37:21+04:00

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები პასუხისმგებლობას ამკაცრებს და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ინიცირებული პაკეტი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ქმნის რისკს, რომ რეგულაციები შეეხოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, არამედ კერძო სექტორში საჯარო პოზიციის გამოხატვასაც. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული. აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციები საფრთხეს უქმნის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას და საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობას.