„გრანტებისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაყოფილია - რა ეტაპზეა კანონის განხილვის პროცესი - Palitra News

„გრანტებისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაყოფილია - რა ეტაპზეა კანონის განხილვის პროცესი

2026-02-03 15:20:29+04:00

მოსაზრებები გაყოფილია „გრანტებისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც. ოპოზიციის, მესამე სექტორის უკმაყოფილებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, შვიდ კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ გრანტის განმარტების გაფართოება და უცხოური დაფინანსების მთავრობის წინასწარი ნებართვის საფუძველზე მიღება - ფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევების რისკებს აღმოფხვრის. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების არგუმენტით ინიცირებული კანოპროექტი, მიუღებელია ოპონენტებისთვის. ოპოზიცია რეპრესიებზე და განსხვავებული აზრის გაქრობის საფრთხეზე საუბრობს. რა ეტაპზეა კანონის განხილვის პროცესი?!