საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკურ სუბიექტებთან დიალოგზე ხელისუფლება მზაობას გამოხატავს - რა პასუხი აქვს ოპოზიციას - Palitra News

საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკურ სუბიექტებთან დიალოგზე ხელისუფლება მზაობას გამოხატავს - რა პასუხი აქვს ოპოზიციას

2026-02-03 15:35:49+04:00

სატელევიზიო ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივით დებატების ფორმატი დაბრუნდა. საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკურ სუბიექტებთან დიალოგზე ხელისუფლება მზაობას გამოხატავს, თუმცა "ქართულ ოცნებასთან" პოლემიკას მართებულად არ მიიჩნევენ ცალკეული ოპოზიციური პარტიები. საბოლოოდ, დებატებზე უარი თქვა "გახარია საქართველოსთვის" გუნდმა. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ოპონირებას სატელიტი პარტიების წარმომადგენლების გარემოცვაში ცდილობს, რაც სამართლიანი დებატების იდეას ეწინააღმდეგება. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ექსპრემიერის გუნდის ასეთი გადაწყვეტილება გარე პარტნიორების გადაწყვეტილება იყოს.