საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები გრძელდება - Palitra News

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები გრძელდება

2026-02-03 20:33:02+04:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. როგორც ცნობილია, ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის, მანამდე კი მინისტრის მოადგილე ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც შეხვდა. გაბისონიას ინფორმაციით, ორი უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა დაახლოებით 6 თვეს ან ოდნავ მეტს მოიცავს. ხელისუფლების განცხადებით, განხილვები გაგრძელდება აკადემიური წრეების მონაწილეობით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.