„გრანტებისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება - Palitra News

„გრანტებისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება

2026-02-03 20:33:48+04:00

„გრანტებისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შვიდ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, მიუხედავად ოპოზიციის, მესამე სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდასა და შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევების პრევენციას. ოპონენტები კი ცვლილებებს რეპრესიულად აფასებენ და განსხვავებული აზრის შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობენ. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გრძელდება.