საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა - ინვესტიციებს, ხოლო ინვესტიციები - ეკონომიკურ ზრდას. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა. კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე სამიტზე Eagle Hills-ის ინვესტიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი გლობალური კაპიტალის ნდობის მაჩვენებელია. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის შეხვედრებსა და ორმხრივ შეხვედრებშიც მონაწილეობს.