პარლამენტმა გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით 82 ხმით მიიღო. ცვლილებები სულ 7 სხვადასხვა კანონში შედის. სიახლის თანახმად. გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი სუბიექტისთვის ფულადი ან ნატურალური სახსრების გადაცემა, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდეს. მმართველი გუნდის კრიტიკის სამიზნე კვალ მესამე სექტორია. უმრავლესობაში დაანონსებულ საკნონმდებლო ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ რომ ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევის უფლებას არავის მისცემენ. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ინიციატივას მხარს არ უჭერენ, ოპოზიცია საკანონმდებლო პაკეტს რუსული გზის გაგრძელებად მიიჩნევს. საკანონმდებლო ცვლილებების პირველინმოსმენით განხილვის ფარგლებში მომხსენებელმა არჩილ გორდულაძემ ცვლილებების გამკაცრებაც დაანონსა, უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობს.