ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ დონალდ ტრამპის პირად თხოვნას რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტებით უპასუხა - ველოდებით აშშ-ის რეაქციას - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ დონალდ ტრამპის პირად თხოვნას რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტებით უპასუხა - ველოდებით აშშ-ის რეაქციას

2026-02-04 09:25:08+04:00

რუსეთმა ტრამპის პირად თხოვნას ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა, ველოდებით აშშ-ის რეაქციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად უგულებელყო აშშ-ის პრეზიდენტის, პირადი თხოვნა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ და ახლა კიევი ვაშინგტონისგან პასუხს ელოდება. ამერიკის პრეზიდენტი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა პირობა შეასრულა და ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე იერიში არ მიუტანია. ტრამპის თქმით, პუტინი არ არღვევდა თავის ვალდებულებას უკრაინის დედაქალაქზე ახალი თავდასხმების განხორციელებით. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისურვებდა, რომ პუტინს პაუზა გაეგრძელებინა.